- რასელი ბერტრან
- XX საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი და მათემატიკოსი გრაფი ბერტრან რასელი დაიბადა 1872 წელს უელსის ქალაქ ტელექში (დიდი ბრიტანეთი). ბ. რასელი არის ანალიტიკური ფილოსოფიის ფუძემდებელი და ლოგიკაში ,,რასელის პარადოქსის“ შემქმნელი. უმაღლესი განათლება მიიღო კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტი კოლეჯში. 1910 წელს გამოქვეყნდა მისი ცნობილი ნაშრომის principia Mathematica პირველი ტომი. პირველი მსოფლიო ომის დროს პაციფიზმისათვის იგი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გააგდეს და 6 თვით ციხეშიც ჩასვეს. 1939 წლიდან კითხულობდა ლექციებს აშშ-ში. 1950 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. გარდაიცვალა 1970 წელს. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: ,,მისტიციზმი და ლოგიკა და სხვა ესეები“ (1916), ,,რატომ არა ვარ ქრისტიანი“ (1927), ,,ლოგიკა და ცოდნა“ (აქ დაბეჭდილია რასელის ყველაზე ცნობილი ფილოსოფიური სტატია დენოტაციის შესახებ - 1956), ,,ჩემი ფილოსოფიური განვითარება“ (1959).Source: რასელი ბერტრან, თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა/ არჩევანი \#5-6 / რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.
Georgian encyclopedia. 2013.